„საქველმოქმედო ფონდი განათლების“ მიზანია არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, მათ შორის:

  • სკოლის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - სწავლის პერიოდში როგორც ფინანსური, ასევე სხვა ტიპის დახმარების გაწევა, შესაბამისი მხარდაჭერა და ხელშეწყობა, სასწავლო სტიპენდიის გაცემა;

  • ხელი შეუწყოს თვითმყოფადი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;

  • მოაწყოს სამეცნიერო სემინარები, კონფერენციები, დისკუსიები;

  • სტრატეგიული კვლევები, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა;

  • ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება და დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებში წარდგენა;

  • დიპლომირებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება;

  • საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების გაწევა;

  • კვლევითი საქმიანობის პროცესში სხვა და სხვა პროოფილის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) ჩართვა;

  • დაეხმაროს და ხელი შეუწყოს საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს, სტუდენტებს, მკვლევარებს;

  • თემატური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობა;

  • განახორციელოს საქველმოქმედო საქმიანობა;